პროექტის სახელწოდება: ,,წიგნი ციფრულ სამყაროში“
პროექტის მთავარი იდეა: რა ბედი ელის წიგნს?
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ წიგნის საჭიროების მოთხოვნა, რომლის განტკიცება შესაძლებელი
იქნება ელექტრონული გზით.
პროექტის მიზნები: ნებისმიერი
ლიტერატურის ნებისმიერი მკითხველისათვის
ხელმისაწვდომობა.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ათი დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას: წიგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ელექტრონული ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
აქტივობა 1
-- კლასი დაიყოფა ოთხ
ჯგუფად, მივმართავ გამოწვევას რა ინფორმაციას
ფლობენ მოსწავლეები ყველასათვის საინტერესო ისტორიულ პირის, მაგალითად - დავით აღმაშენებლის
შესახებ.
აქტივობა 2. -- თითოეულ ჯგუფს შევთავაზებ მოიძიონ ინფორმაცია დავით
აღმაშენებლის შესახებ:
ერთ ჯგუფს შევთავაზებ ინფორმაციის მოპოვებას დავით მეფის რეფორმების,
მეორეს -- აღმშენებლობის და მესამეს -- სამხედრო კამპანიის შესახებ. მეოთხე ჯგუფს კი
შევთავაზებ მოიძიონ ერთ-ერთი ლიტერატურული ნაწარმოებების მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას
,,დავით აღმაშენებლის“ ელექტრონული ვერსია.
აქტივობა 3
-- მოძიებულ მასალას წარმოადგენენ ჯგუფების ხელმძღვანელები,
მოვახდენთ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს დისკუსიის სახით, ინტეგრირებას და გავუკეთებთ სინთეზს.
აქტივობა 4 – კონსტანტინე
გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებლის„ მოკლე პრეზენტაციას.
შეფასება: მოსწავლეების
მიერ განხორციელებულ პროექტს და მიღწეულ შედეგს
შევაფასებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასებით.
საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე
მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ რუსია.
ხელძღვანელის
ელ-ფოსტა: rusiatamriko@gmail.com
No comments:
Post a Comment