სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,წიგნი ციფრულ სამყაროში“



პროექტის მთავარი იდეა: რა ბედი ელის წიგნს?

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ  წიგნის საჭიროების მოთხოვნა, რომლის განტკიცება შესაძლებელი იქნება  ელექტრონული გზით.

პროექტის მიზნები: ნებისმიერი  ლიტერატურის ნებისმიერი  მკითხველისათვის ხელმისაწვდომობა.

მონაწილეთა ასაკი11-12  წელი

ვადები/ხანგრძლივობაათი დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  წიგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, ელექტრონული ბიბლიოთეკა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1 -- კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად, მივმართავ გამოწვევას  რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები ყველასათვის საინტერესო  ისტორიულ პირის, მაგალითად - დავით აღმაშენებლის შესახებ.

აქტივობა 2. -- თითოეულ ჯგუფს შევთავაზებ მოიძიონ ინფორმაცია დავით აღმაშენებლის შესახებ:
ერთ ჯგუფს შევთავაზებ ინფორმაციის მოპოვებას დავით მეფის რეფორმების, მეორეს -- აღმშენებლობის და მესამეს -- სამხედრო კამპანიის შესახებ. მეოთხე ჯგუფს კი შევთავაზებ მოიძიონ ერთ-ერთი ლიტერატურული ნაწარმოებების მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებლის“ ელექტრონული ვერსია.

აქტივობა 3 --  მოძიებულ მასალას წარმოადგენენ ჯგუფების ხელმძღვანელები, მოვახდენთ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს დისკუსიის სახით, ინტეგრირებას  და გავუკეთებთ სინთეზს.

აქტივობა 4 –  კონსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებლის„ მოკლე  პრეზენტაციას.

შეფასება მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტს  და მიღწეულ შედეგს შევაფასებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი  შეფასებით.

საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობსა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ რუსია.

ხელძღვანელის ელ-ფოსტა: rusiatamriko@gmail.com